შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შეძენა ბათუმში

 

ვი თი ჯგუფმა 2017 წლის აგვისტოში შეიძინა ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შენობა-ნაგებობა ბათუმში.

კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც

მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაარსოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. 

 

ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ტერიტორიაზე 2018 წელს გაიხსნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერძო

და საზაფხულო სკოლა, რომელიც სწავლების ხარისხითა და ინფრასტრუქტურული განვითარებით ღირსეულ კონკურენციას გაუწევს 

წარმატებულ სკოლებს ქვეყნის მასშტაბით.

 

გარდა ამისა, სკოლის საზაფხულო მიმართულება ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან მოსწავლეთა მოზიდვას განათლების დონის ამაღლებისა და დასვენების მიზნით, რაც თავისმხრივ აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.