კორპორატიული ფასეულობები

კორპორატიული ფასეულობები გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი წარმატებული საქმიანობის განვითარებაში. კომპანიის თანამშრომელთა პროფესიონალიზმი , ხარისხიანი სერვისის და პროდუქციის შეთავაზება, პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებზე მუდმივი ზრუნვა, საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პროექტის შედეგებზე ორიენტირება ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია.

“ვი თი ჯგუფი“ სოციალურად აქტიური კომპანიაა და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში.  ის ხელს უწყობს  “საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირს” ყოველ წელს ჩაატაროს უფასო მათემატიკის ოლიმპიადა “გახდი ოლიმპიელი”, რითაც ზრუნავს მოსწავლეების მოტივაციისა და ცოდნის დონის ამაღლებაზე.